ახალი ამბები
დღის ტრაგიკული ქრონიკა: სამი ავარია, ოთხი მსხვერპლი შიდა ქართლში
დღეს, იგოეთთან, გომთან და ზერტის გადასახვევთან მომხდარი ავარიები მსხვერპლით დასრულდა.

გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ავარიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.

ცენტრალურ მაგისტრალზე,იგოეთთან მომხდარ ავარიას 26 წლის ქალი ემსხვერპლა, ის 9 თვის ფეხმძიმე იყო.

გორის რაიონის სოფელ ზერტის გადასასხვევთან კი, 35 წლის მამაკაცი დაიღუპა.

სოფელ გომთან, საჩხერის გადასასხვევთან, ავარიას, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ავარიებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სტატისტიკა ჯერ-ჯერობით უცნობია.

2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით,2016 წელს რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები