ახალი ამბები
ზემო ხანდაკში სასმელი წყლის ახალ სისტემას ამონტაჟებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში, სასმელი წყლის ახალი მაგისტრალი გაჰყავთ.

ამის ამსახველ ფოტოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ახალი პროექტის მიხედვით, რეზერვუარი გამოიცვლება, რომელსაც 6 კმ სიგრძის მაგისტრალი მიუერთდება.

სამუშაოებს შპს „ბილდინგ-დეველოპერი“ აწარმოებს და მასზე 550 337 ლარი იხარჯება.

გამგეობის ცნობით, სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, ხოლო სისტემის გარანტია 3 წელია.

,,პროექტის განხორციელება, სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდებას გაუუმჯობესებს" - აცხადებენ გამგეობაში.






Print

სტატიის გამოყენების პირობები