ახალი ამბები
ცხინვალის პროკურატურის შენობის ეზოში სტალინის მონუმენტი დადგეს
ქალაქ ცხინვალში, დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურის შენობის ეზოში, სტალინის მონუმენტი დადგეს.

ამის შესახებ ფოტოებს, ადგილობრივი ჟურნალისტი, თემურ ცხურბათი ავრცელებს.

მისი თქმით, უცნობია, მონუმენტის დადგმის ინიციატორი.

,,ვინ არის პასუხისმგებელი ამ მონუმენტის დადგმაზე? მაინტერესებს კულტურის მინისტრის ჟანა ზასეევის, განათლების მინისტრის ნატალია გაზაევის და პროკურატურის აზრი. რას გამოხატავს ეს?" - კითხულობს ჟურნალისტი.

თემურ ცხურბათის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ სტალინის ძეგლი, მოსახლეობის ნებართვის გარეშე, არ უნდა დაედგათ, ნაწილი თვლის, რომ ფაშისტური გერმანიის დამმარცხებელს ეკუთვნის ქალაქში ძეგლი.

ქალაქ ცხინვალს 1931-1961 წლებში ,,სტალინირი" ერქვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები