ახალი ამბები
ცხინვალის გუნდი CONIFA-ს ევროპული თასისთვის თამაშობს
ცხინვალის საფეხბურთო გუნდი ,,სამხრეთ ოსეთი", დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით, CONIFA-ს თასის მოსაპოვებლად თამაშობს.

ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელ ფეხბურთის ასოციაციების გაერთიანების (CONIFA) ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ევროპის საფეხბურთო თასის მოსაპოვებლად ტურნირი 4 ივნისს დაიწყო და 11 ივნისამდე გაგრძელდა.

ჩემპიონატი ჩრდილოეთ კვიპროსში ტარდება და მასში 44 გუნდი მონაწილეობს.

CONIFA წამოადგენს საფეხბურთო ფედერაციას, რომელიც ფიფას გარეთ არსებულ ყველა ასოციაციას აერთიანებს.

,,ეს არის საერთაშორისო, მოქმედი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებს ოზოლირებული ტერიტორიებიდან, ერებიდან, მათ შორის, დე-ფაქტო და რეგიონალურ სახელმწიფოებიდან" - აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

,,სამხრეთ ოსეთის" გუნდთან ერთად, ,,აფხაზეთიც" მონაწილეობს. თასი ევროპის ჩემპიონატის სტატუსს ატარებს.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები