ახალი ამბები
გორელმა კალათბურთელებმა ზაზა ფაჩულიას საჩუქრები მიიღეს
კალათბურთელებმა ზაზა ფაჩულიას მიერ გაგზავნილი საჩუქრები მიიღეს.

ამუნიცია - იგივე ,,გლდენ სტეიტის" მაისურები და NBA-ს ბუცები ვეტერანმა სპორტსმენმა, შიო ხეცურიანმა გადასცა.

ხეცურიანმა საჩუქრები ხაშურისა და ქუთაისის საკალათბურთო გუნდების წარმომადგენლებსაც მიუტანა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი 18-წლამდელ მოთამაშეებს შეხვდა.

,,გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით საქართველოს სამ ქალაქში – ქუთაისში, გორსა და ხაშურში. ჩვენი იქ ჩავედით, როგორც ყოფილი კალათბურთელები და კალათბურთის გულშემატკივრები. პირველ ეტაპზე, შევარჩიეთ ისეთი ქალაქები, სადაც კალათბურთი შედარებით პოპულარულია" - განაცხადა შიო ხეცურიანმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები