ახალი ამბები
ატენის ხეობის ,,ლურჯი იები" (PHOTOS)
ატენის საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები თავიანთ აღმზრდელებს ორიგინალურად დაემშვიდობნენ.

ისინი, მდინარე ტანას ხეობისთვის დამახასიათებელი ლურჯი იების ფერებით, შეიმოსნენ.

ღონისძიებაზე ,,ლურჯმა იებმა" სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, თანამშრომლებმა აღსაზრდელებს საბავშვო ბაღის დასრულება მიულოცეს. 








Print

სტატიის გამოყენების პირობები