გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში, მოქალაქე, საშეშე მერქანი,
ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, გადაჰქონდა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან
აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ამოღებულია
0,7 მ3 რცხილა და 0,6 მ3 წიფლის ჯიშის
ხეები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის
რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და
სწრაფი რეაგირებს განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.
სტატიის გამოყენების პირობები