ახალი ამბები
სოფელ აღაიანთან ავტობანზე ჯიპი გადაყირავდა
შუადღეს, ავტობანზე, ,,მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა.

შემთხვევა, მთავარ მაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან მოხდა.

დაშავდა ქალბატონი.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავარიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დგინდება.

შს სამინისტროს ცნობით, ,,მიცუბიში" სხვა მანქანას არ შეჯახებია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები