ახალი ამბები
სურამულას გასწვრივ ნაპირსამაგრ კედლებს აგებენ
დაბა სურამში, მდინარე სურამულას გასწვრივ, ნაპირსამაგრ კონსტრუქციებს აგებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სანაპირო რამდენიმე მონაკვეთზე გამაგრდება.

,,ამჟამად სამუშაოები სურამულას მარჯვენა სანაპიროზე ხორციელდება, სამუშაოები გაგრძელდება სურამულას მარცხენა სანაპიროზე, ყოფილი ბაზრისა და რუსიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზეც." - აცხადებენ გამგეობაში.

სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 223 399 ლარი გამოყო.

ნაპირსამაგრ სამუშაოებს, მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, წარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები