ახალი ამბები
გორის მე-12 და ბოლნისის სკოლები დამეგობრდნენ
ბოლნისის სკოლა ,,დავითიანის" 12 მოსწავლე, პედაგოგებთან ერთად, ქალაქ გორის მე-12 საჯარო სკოლას ესტუმრა.

ორი დღის განმავლობაში, მოსწავლეები ერთობლივ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

პარალელურად, სტუმარ-მასპინძლები ერთად იცხოვრებენ ოჯახებში.

მე-12 სკოლის დირექტორი, რუსუდან ლომიძე ამბობს, რომ ორი მხარის საჯარო სკოლის წარმომადგენლები საერთო ინტერესებმა გააერთიანა.

,,მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. ამ ურთიერთობას საფუძველი ბოლნისში ჩაეყარა, როდესაც იქ ვიმყოფებოდით. დღეს კი, ისინი ჩვენი სტუმრები არიან" - ამბობს რუსუდან ლომიძე.

სკოლა ,,დავითიანის" დირექტორი მარინა გორშკობა რუსუდან ლომიძესთან იცხოვრებს. ბოლნისელი მოსწავლეები კი,  გორელი მოსწავლეების ოჯახებში გადანაწილდნენ.

მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ლელა წურწუმია კი, სკოლა ,,დავითიანის" სამოქალაქო განათლების პედაგოგს უმასპინძლებს.

ბოლნისის სკოლაში ,,დავითიანი" ეთნიკური აზერბაიჯანელებიც სწავლობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები