ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი სტუდენტი ჰამბურგელმა ქართველმა გერმანიაში დაპატიჟა
გორის უნივერსიტეტის სტუდენტი, მთვარისა სადაღაშვილი, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მცხოვრებმა ქართველმა, მარიკა ლაფაურ-ბურკმა სტუმრად მიიწვია.

უკიდურესად სოციალურად დაუცველი სტუდენტი, ერთი კვირის განმავლობაში, ჰამბურგში იცხოვრებს, დაათვალიერებს ადგილობრივ ღირშესანიშნავ ადგილებს და გაეცნობა ევროპულ კულტურას.

მარიკა ლაფაურ-ბურკს, მთვარისას შესახებ ინფორმაცია, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

გერმანიაში მცხოვრებ ქართველსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობას შორის, ფილოლოგიის დოქტორმა, თამარ გელიტაშვილმა იშუამდგომლა.

მთვარისა სადაღაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ცხოვრობს და, მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ, მედიამ რამდენჯერმე გააშუქა.

,,გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მოღვაწე ქალბატონ მარიკა ლაფაური-ბურკს ქველმოქმედებისა და უანგაროდ გაღებული სიკეთისათვის. ქალბატონმა მარიკამ, პირადი ინიციატივით, გერმანიაში სამოგზაუროდ დაპატიჟა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი მთვარისა სადაღაშვილი. ასევე, მადლობას ვუხდით ფილოლოგიის დოქტორს, ქალბატონ თამარ გელიტაშვილს შუამდგომლობისა და ყურადღებისთვის." - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

მარიკა ლაფაური-ბურკი გაოცებული დარჩა იმით, რომ მთვარისა სადაღაშვილი მხატვარიც აღმოჩნდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები