ახალი ამბები
იოსებიძის ქუჩაზე სანიაღვრე არხს მოაწყობენ
ქალაქ გორში, იოსებიძის ქუჩაზე, სანიაღვრე არხს მოაწყობენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, დაახლოებით, 50 მ სიგრძის მანძილზე, ასფალტი გაიჭრება.

პროექტის მიხედვით, ჩაჭრილ ასფალტში, 23 მ სიგრძის პლასტმასის მილს ჩადებენ, რომელსაც არსებულ სისტემას შეუერთებენ.

მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ, ის ადგილია გათვალისწინებული, სადაც ნალექის დროს, ნიაღვარი ყველაზე მეტად აწუხებს ადგილობრივებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები