ახალი ამბები
სურამში სახლები დაიტბორა (PHOTO)
დაბა სურამში, ძლიერი წვიმის დროს, საცხოვრებელი სახლების ეზოები და ოთახები დაიტბორა.

ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება..

მდინარე სურამულას მარცხენა სანაპიროს მხრიდან ნიაღვარი ფერდობიდან, რუსიასა და იერუსალიმის ქუჩების მონაკვეთზე წამოვიდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მდინარის ნაპირის დამცავი ჯებირების აგება დაიწყო..

სურამულა — მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. სიგრძე 42 კილომერტი.

საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. ზაფხულში ძალიან პატარა მოდის, მაგრამ გზაფხულზე მაგრად დიდდება.

იხ. ვიდეო



ფოტოებზე ადგილობრივი მკვიდრის, მორის დანდურიშვილის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს მდგომარეობას ასახავს. ვიდეო ილია ორთოიძემ გადაიღო
Print

სტატიის გამოყენების პირობები