ახალი ამბები
ხაშური: სოფელ ქემფერთან მოვარდნილმა წყალმა მამაკაცი წაიღო
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან, უეცრად მოვარდნილმა წყალმა მამაკაცი წაიღო.

დაკარგულ, 43-წლის ასაკის ადგილობრივ მკვიდრს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ამ დრომდე, ეძებენ.

შემთხვევა 10 ივნისს საღამოს მოხდა. მამაკაცი საქონელს მწყემსავდა.

,,ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილე, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

სოფელ ქემფერის გარშემო ორი მცირე ზომის მდინარე, ცოცხნარისწყალი და ტილიანა მიედინება.

მდინარე ტილიანა, ჯერ კიდევ, მიმდინარე წლის მარტში ადიდდა მოულოდნელად და ხიდი წაიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები