ახალი ამბები
წვრთნის დროს დაღუპული სპეცრაზმელის მამა გარდაიცვალა
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, რობერტ ანესაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ოჯახის ინტერესების დამცველმა ზაზა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, რობერტ ანესაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა, შვილის გარდაცვალების შემდეგ, გაუუარესდა.

რობერტ ანესაშვილის შვილი, სოსო ანესაშვილი 2017 წლის 28 თებერვალს, წვრთნის დროს, სოფელ კარალეთთან დაიღუპა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ კომპანია ,,იბოლიას" ტერიტორიაზე, სპეცრაზმელი ასფალტით დატვირთულმა სატვირთო მანქანამ იმსხვერპლა.

აპრილის თვეში, გარდაცვლილის მამა და ადვოკატი აცხადებდნენ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა.

იხ. სპეცრაზმელს ვარჯიშის დროს სატვირთო მანქანამ გადაუარა
Print

სტატიის გამოყენების პირობები