ახალი ამბები
ჯავის რაიონში ნიაღვარმა რამდენიმე სოფლის გზა დააზიანა
ჯავის რაიონის რამდენიმე სოფელი - ბუზალა, ხუცე და მორგო რაიონულ ცენტრს მოწყდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, ძლიერმა ნალექმა მისასვლელი გზები დააზიანა.

,,ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა გზების აღდგენასთან დაკავშირებით" - განუცხადა ჟურნალისტებს ჯავის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ერთ-ერთი სოფელი ბუზალა —  მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ჯავიდან 1,5 კილომეტრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები