ახალი ამბები
მოწყენილი, სულ თავჩაღუნული ცუგა მოქალაქეთა აქტიურობით გადარჩა
ქალაქ გორში, ე.წ. შვიდ ნომერ მაღაზიასთან პატარა ძაღლი ცემეს.

ცხოველთა დამცველებმა, მაია მურადაშვილმა და ქეთევან ჭუმბურიძემ სამკურნალოდ ძაღლთა თავშესაფარს მიმართეს.

ისინი ადასტურებენ, რომ პატარა ცუგო ნაცემია, რადგან თვალიც დაზიანებული აქვს.

ძაღლის ფოტო სოციალურ ქსელში გორელმა ნიკა წაქაძემ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ცხოველს კანის დაავადებაც აქვს.

,,მე-7 ნომრის წინ ძალიან საწყალი ძაღლია. ბეწვიც სცვივა, თვალიც გამოთხრილი აქვს ერთი ცალი. ძალიან ცოდოა. იქნება ვინმემ მიხედოს და დაეხმაროს" - დაწერა ფოტოს ავტორმა.

,,ეს ძაღლი სულ მოწყენილია, თავჩაღუნულია, აჭმევ და მაშინვე თამაშს იწყებს" - ასე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში.

თავშესაფარში ძაღლს, დაახლოებით, სამ ნემს გაუკეთებენ და შემდეგ ისევ, ბუნებრივ გარემოში დაბრუნდება.

ე.წ. შვიდი ნომრის მაღაზიის ტერიტორია ის ადგილია, სადაც ერთი თვის წინ, ღამის საათებში, ნაცემი და ძვლებში დამტვრეული ძაღლი ნაგვის ურნაში იპოვეს, რომლის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები