ახალი ამბები
,,BMW"-ს მძღოლები გორში მსვლელობას მოაწყობენ
გორში, 24 ივნისს, ,,BMW"-ს მძღოლები მსვლელობას მოაწყობენ და გორიჯვრის ავტოსადგომისკენ გაემართებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას "BMW FAMILY CLUB GEORGIA"-ს წარმომადგენლობა ავრცელებს.

ავტომანქანების კოლონა დიღმის რესტორან ,,ფორტუნადან" დაიძვრება.

,,16:00 საათზე გავემართებით გორის "ე.წ. ( კლუბის ) მიმდებარე ტერიტორიის" მიმართულებით, სადაც დაგვხვდებიან გორის BMW-ს მძღოლები და იქიდან ავდივართ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პარკინგის მოედანზე" - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიზიტის მიზანს, ქალაქ გორში მცხოვრები BMW-ს მძღოლებისათვის, ახალჩამოყალიბებული კლუბის სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენს.

კლუბში გაწევრიანების მსურველებს გადაეცემათ კლუბის ლოგო და, ასევე, გარკვეული დროის შემდეგ, გადაეცემა კლუბის წევრობის ამსახველი პლასტიკური ბარათი, რომლის
საშუალებითაც, ამა თუ იმ ავტომომსახურების ცენტრებში ფასდაკლებებით ისარგებლებს, სხვადასხვა ავტო ივენთებზე საწევრო გადასახადების გარეშე რეგისტრაციას გაივლის და სურვილის შემთხვევაში მასში მონაწილეობას მიიღებს.

გორიჯვრის ავტოსადგომზე კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ და მოეწყობა ფოტო/ვიდეო სესია.

იხ. წყარო
Print

სტატიის გამოყენების პირობები