ახალი ამბები
ზემო ხვედურეთში საბავშვო ბაღი 5 სოფლის აღსაზრდელებისთვის რემონტდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში საბავშვო ბაღის შენობა რემონტდება.

ხუთი სოფლის აღსაზრდელებისთვის გათვლილი დაწესებულება მზად ივლისში იქნება.

სამუშაოებს შპს ,,ახალი სამშენებლო" ასრულებს. ფინანსები გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოძებნა.

,,სოფელ ზემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოიცავს: სახურავის მოწყობის, ეზოს კეთილმოწყობის და შიდა სარემონტო სამუშაოებს" - აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი.

ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის: ზ/ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, ღვლევი და ქვენაფლავი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები