ახალი ამბები
ძევერის საბავშვო ბაღში ,,ასანთის გამყიდველი გოგონა" უჩვენეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საბავშვო ბაღში მულტიპლიკაციური ფილმი ,,ასანთის გამყიდველი გოგონა" უჩვენეს.

აღსაზრდელებს ამ ფილმის სახელწოდების წიგნებიც დაურიგეს.

ჰანს კრისტიენ ანდერსენის საბავშვო მოთხრობის მიხედვით, შობის ღამეს სასწაულები ხდება ხოლმე. ასანთის გამყიდველმა პატარა გოგონამაც არაერთი სასწაული იხილა. ფეხშიშველმა, გაყინულ-გათოშილმა ასანთი ალთან ერთად იმოგზაურა მდიდრულად მორთულ დარბაზებში, საყვარელი ბებიაც ნახა და მასთან ერთად გაფრინდა იქ, სადაც არც სიცივეა და არც შიმშილი, არც ბოროტება და არც ტკივილი. პატარა გოგონას სევდიანი ამბავი მას შემდეგ ყველა ბავშვს ჰგვრის ცრემლს.

ფსიქოლოგმა სოფია ჯოლბორდმა ღონისძიება, მსოფლიო ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბძროლის დღეს, 12 ივნისს, მიუძღვნა.

,,ბავშვებმა ფილმის გარშემო ისაუბრეს. აღნიშნული ფილმის მეშვეობით, ფსიქოლოგი შეეცადა აღსაზრდელებს გაეცნობიერებინათ, ბავშვთა შრომის უარყოფითი მხარეები და განათლების აუცილებლობა." - აღნიშნავენ საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოში.

ბაღის თანამშრომლებს კი, იურიდიული კონსტულაცია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა, ლელა შერმადინმა და სპეციალისტმა მარიკა საძაგლიშვილმა გაუწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 10,5 მილიონი ბავშვია საშინაო მეურნეობაში, საშიშ და ზოგჯერ მონურ პირობებში დასაქმებული. აქედან 6,5 მილიონი, სწორედ სკოლამდელი ასაკის ბავშვია.





Print

სტატიის გამოყენების პირობები