ახალი ამბები
წვიმების შემდეგ ტროტუარებს ბალახეულისგან ასუფთავებენ
ქალაქ გორის ქუჩებსა და ტროტუარებს ბალახეულისგან ასუფთავებენ.

გაწმენდითი სამუშაოები კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ დაიწყეს.

მერიის წარმომადგენლების ცნობით, უხვი ნალექის შემდეგ, მცენარეებმა ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილები დაფარა.

მწვანე საფარის მოსაცილებლად ,,ჰერბიციდებს"იყენებენ.

,,დიდი წვიმების შემდეგ ბალახეული საფარი იზრდება. პირველ რიგში, ის არ უხდება ტურისტულ ქალაქს, მეორეც, თავშეყრის ადგილებზე, ქვეწარმავლების ბუდედ შეიძლება გადაიქცეს." - აცხადებენ მუშები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები