ახალი ამბები
კვაისასთან მთის მდინარეებმა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
უხვი ნალექების შედეგს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობაც ებრძვის.

ჯავის რაიონში, მდინარეებმა: ჯოჯორამ და ბეზურამ გზები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

კვაისასთან ელექტროენერგიის მიწოდება 11 ივნისიდან შეწყდა.

ტერიტორია დე-ფაქტო მთავრობის ახალმა პრემიერ - მინისტრმა, ერიკ ფუხაევმა მოინახულა.

მან, ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველ რიგში, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა მიმდინარეობს.

როგორც დღეს ადგილობრივი მედიისთვის გახდა ცნობილი, ცხინვალიდან ჯავასთან მისასვლელი გზა უკვე გაიხსნა.








Print

სტატიის გამოყენების პირობები