ახალი ამბები
სოფელ აღაიანში მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, სოფელ აღაიანში, გმირი მეხანძრე-მაშველის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

თბილისის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპულ, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ პატივი მიაგო.

შს მინისტრის მოადგილემ დაღუპული მეხანძრე-მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო

ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და ზურაბ მუზაშვილის მამა ესწრებოდნენ.

ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს 8 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. გმირი მეხანძრე-მაშველი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო დაღუპული მაშველის მამას გადაეცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები