ახალი ამბები
ერგნეთში ლია ჩლაჩიძის სახლში ,,ომის მუზეუმი" მოეწყობა
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ერგნეთში ,,ომის მუზეუმი" მოეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის წარმომადგენელი, ნათია ომაძე ავრცელებს.

იდეის ინიციატორი გორის საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძეა.

იგი, მუზუემის მოსაწყობად, საკუთარი საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილს დათმობს, რომელიც ომისგან გადარჩა.

მუზეუმი, სადაც ომთან დაკავშირებული ნივთები, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა განთავსდება, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაიხსნება.

,,საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი მუზეუმი არ გვაქვს. ამიტომ, ეს მუზეუმი მთელმა საქართველომ ერთად უნდა გავაკეთოთ და მომავალ თაობებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რა საშინელება გადავიტანეთ,“ - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები