ახალი ამბები
ქალაქ გორში 18 ქუჩა სარეაბილიტაციოდ მზადდება
ქალაქ გორის მერია 18 ქუჩას სარეაბილიტაციოდ ამზადებს.

ზურაბ ჯირკველიშვილმა, მათი ხარჯთაღრიცხვისა და პროექტების შესადგენად, 35 ათასი ლარი გამოყო.

ინფრასტრუქტურის სამსახურის მონაცემებით, სარეაბილიტაციო სიის სათავეში ნინოშვილის ქუჩა დგას, ხოლო, ბოლო ადგილს ჭალის დასახლებაში უსახელო ქუჩა და სტალინის გამზირზე კორპუსებთან მისასვლელები იკავებს.

ამ ქუჩების დოკუმენტაციის მომზადების ვადა მაქსიმუმ 5 თვეზეა გათვლილი.  ამის შემდეგ გახდება ცნობილი 18-ვე ქუჩის სრული მოასფალტების ჯამური თანხა.

რიგის მიხედვით ქუჩების ჩამონათვალი ასე გამოიყურება.

1. ნინოშვილის ქ. - რეაბილიტაციას ექვემდებარება ნინოშვილის ქუჩის საფეხმავლო, საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები ქუჩის ორივე მხარეს, კახნიაშვილის ქ.-ის სანიაღვრე არხზე დაერთებით;

2. სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედანი - რეაბილიტაციას ექვემდებარება სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედანის (ფარნავაზის ქ.-ის, თბილისის ქ.-ის, ნინოშვილის ქ.-ის, სტალინის გამზირის და ჭანტურიას ქ.-ებს შორის არსებული მოედანი) ასფალტბეტონის საფარი;

3. ძმები რომელაშვილების ქ. (სტალინის გამზ-დან, ფერაძის ქ-ის კვეთამდე) - რეაბილიტაციას ექვემდებარება ქუჩის, საავტომობილო გზა. მოსაწყობია სანიაღვრე არხი ქუჩის სამხრეთის მხარეს.

4. გოგებაშვილის ქ - ის მონაკვეთი (კახნიაშვილის ქუჩის კვეთიდან, საკათედრო ტაძრის მოედნამდე, ჩათვლით), - რეაბილიტაციას ექვემდებარება საავტომობილო და საფეხმავლო გზა, გამწვანების ზოლი. მოსაწყობია სანიაღვრე არხი.

5. გოგებაშვილის ქ - ის მონაკვეთი (კახნიაშვილის ქუჩის კვეთიდან, ამილახვრის სახ. ხიდამდე), - სარეაბილიტაციოა ან/და მოსაწყობია მდინარე მეჯუდას სანაპირო ზოლის საყრდენი კედელი და მოაჯირები.

6. სტალინის გამზ. მონაკვეთი (თბილისის ქ-დან - სამხატვრო სკოლის მიმდებარედან, ქუთაისის ქ-ის კვეთამდე), - რეაბილიტაციას ექვემდებარება აღნიშნული მონაკვეთის საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხი ორივე მხარეს;

7 ყიფიანის ქ. - რეაბილიტაციას ექვემდებარება ყიფიანის ქ-ის მონაკვეთი, - ტყვიავის ქ-ის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ბოლო დასახლებამდე, საავტომობილო და საფეხმავლო გზა. ყიფიანის ქ-ის მონაკვეთზე, ჯავახიშვილის ქ-ის კვეთიდან სამხრეთის მიმართულებით (იოსებიძის ქუჩისკენ) მოსაწყობია სანიაღვრე არხი მდ. მეჯუდაში ჩადინების თვალსაზრისით;

8 დავითაშვილის ქ. - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა;

9 შიო მღვიმელის ქ. (გორი-გაზის შენობიდან, XXI-მდე) - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა;

10 კირიონ II-ის ქ-ის საფეხმავლო სივრცეები - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო გზა;

11 ბუხაიძის ქ. - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა;

12 აბრამაშვილის ჩიხი - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა.

13 მელიქიშვილის ქ. - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა;

14 მელიქიშვილის ჩიხის ბოლო ნაწილი - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა;

15 თოიძის ქ. - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა. საბავშვო ბაღთან მოსაწყობია სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი;

16 თარხნიშვილის ქ. - რეაბილიტაციას ექვემდებარება საფეხმავლო და საავტომობილო გზა;

17 ჭალის დასახლებაში უსახელო ქუჩა (მრგვალი ბინების გვერდით რაგბის სტადიონისკენ მიმავალი გზა) - მოსაწყობია საფეხმავლო და საავტომობილო გზა;

18 საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზები - რეაბილიტაციას ექვემდებარება ქ. გორში, ცენტრალურ დასახლებაში (სტალინის გამზირის მიმდებარედ), საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები