ახალი ამბები
სოფელ წინარეხთან სამშენებლო ქვებს უნებართვოდ იღებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხთან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, კირქვას და სამშენებლო ქვებს მოქალაქე უნებართვოდ მოიპოვებდა.

ღია კარიერი, საკმაოდ, დიდ ფართობზე ჩანს, თუმცა, ზარალის ოდენობა, ოფიციალურად, 593 ლარი შეადგინა.

სასარგებლო წიაღისეულის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოპოვების ფაქტი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები