ახალი ამბები
გადამწვარი ,,ვენეცია", ფელის და ჯამჯამების აალებული ტყე, კირბალი - ხანძრები შიდა ქართლში

 

,,დღევანდელი დღე საკმაოდ მძიმე გამოდგა" - გვითხრეს გორის სახანძრო სამსახურში 4 აგვისტოს შუადღეს. 

 

ფელის ტყეში მობილიზებულია ქარელის და კასპის სახანძრო სამსახურებიც. მცხეთის რაიონში შიომღვიმესთან გაჩენილი ხანძრის გამო ფელის ტყესთან ვერტფრენით მიხმარება ვერ ხერხდება. ფელის ტყეში ხანძრის შესახებ შეტყობინება 3 აგვისტოს შუადღეს მიიღეს.
 

4 აგვისტოს შუადღისთვის ერთი ბრიგადა სოფელ კირბალში მინდორში გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად, ხოლო სოფელ ქვახვრელში ერთ-ერთ ოჯახის სათავსოში გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად გამოიძახეს. 

 

,,ყველაზე რთული მაინც ტყეა. ორი დღის წინ, 2 აგვისტოს, ატენის ხეობაში, ე.წ. ჯამჯამების ზევითაც მოგვიწია გასვლა. იქ შედარებით ადვილად ჩავაქერით, რადგან ცეცხლი ძირითადად ნაძვნარში ძირს ნეშომპალას ეკიდა, ხოლო მაღალ ხეებზე არ იყო გადასული. ამჟამად კი ფელის ფოთლოვან ტყეში წვრილ ხეებს უკიდია. საკმაოდ მიუდგომელი ადგილია და ცუდი გზის გამო 3 საათია იქ მისასვლელად საჭირო" - გვითხრეს სახანძრო სამსახურში. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები