ახალი ამბები
დე-ფაქტო სოფელი - ქალაქი გორი (storybuilder)
2017 წლის 19 მაისს, ქალაქ გორისა და 118 სოფლის გაერთიანების შესახებ იდეას, საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და მიიჩნიეს, რომ გორი აღარ არის ,,ქალაქი“ ანუ გახდა ,,სოფელი“.

სინამდვილეში, გორი კარგავს არა ,,ქალაქის“ სტატუსს, არამედ სტატუსს, როგორც ,,თვითმმართველი“.

ქალაქისა და სოფლების გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდება თვითმმართველი თემი.

თვითმმართველი ქალაქი არის ადმინისტრაციული საზღვრის მქონე ერთი დასახლება.

თვითმმართველი თემი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი.

ამ შემთხვევაში თვითმმართველი თემის ცენტრი იქნება ქალაქი გორი.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ყველა: ვარიანელიც და გორელიც, თბილისში ყოფნისას, ამბობს, რომ მაინც ,,გორელია"

იხ. ვრცლად

Print

სტატიის გამოყენების პირობები