ახალი ამბები
მტკვრის სანაპიროზე ,,ტუალეტის" მანქანით ფეკალური მასა დაღვარეს
მტკვრის სანაპიროზე მოქალაქემ მანქანით ფეკალური მასალა დაღვარა.

გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ფაქტი ადგილზე დააფიქსირეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შემთხვევა ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, ფეკალური მასის რაოდენობა 1 ტონას აჭარბებს.

გარემოს დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს, შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები