ახალი ამბები
გამგეობის თანამშრომლები ბრენდირებული კალმებით და ბლოკნოტებით აღიჭურვებიან
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ბრენდირებული კალმებით და ბლოკნოტებით აღიჭურვებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

3500 ლარით 80-80 ცალი კალამი და ბლოკნოტი მზადდება. 

ბრენდირებული საკანცელარიო ნივთები გათვალისწინებულია სტუმრებისთვისაც, რომელთაც გამგეობის ამჟამინდელი გერბით დამშვენებული ჩანთებით გადაეცემა.

ბრენდირებული ნივთები ძალაში, სავარაუდოდ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იქნება.

რადგან, პარლამენტი გორის მუნიციპალიტეტისა და ქალაქის მერიის გაერთიანების საკითხს იხილავს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები