ახალი ამბები
კასპში მხატვარი ბავშვების ნამუშევრები გამოფინეს
კასპში ბავშვების ნახატები გამოფინეს.

ნახატების ავტორები სოფელ დოესის საჯარო სკოლისა და კასპის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ხატვის წრის მოსწავლეები არიან.

დოესის საჯარო სკოლის მხატვრების პედაგოგია ნანა მარტინენკო, ხოლო კასპის სახელოვნებო სკოლასთან არსებულ ხატვის წრეს ნელი გოგოლაძე კურირებს.

მოსწავლეებმა გამოფენა სასწავლო წლის დასრულებას მიუძღვნეს.

გამოფენა გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამხატვრო გალერეაში მოეწყო.

მოსწავლეთა ნახატები სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელმა, მხატვარმა იორამ იმედაშვილმა შეაფასა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები