ახალი ამბები
ცხინვალში აკუმულატორების ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აკუმულატორების ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, დაკავებულები არასრულწლოვნები არიან.

ცხინვალის სამართალდამცავი უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აკუმულატორებს ავტოფარეხებიდან იპარავდნენ.

მოპარულია ,,ვაზ 21-011"-სა და ,,ვაზ 21-06" მარკის ავტომობილების ნაწილები.

,,ოთხივე შემთხვევა მოხდა 12-13 ივნისს, სხვადასხვა დროს. შეტყობინების მიღებისთანავე ჯგუფი მათ დასაკავებლად გაემგზავრა" - აცხადებს პრეს-სამსახური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები