ახალი ამბები
პოლიციის თანამშრომლები სპეციალურ გადამზადების კურსს გაივლიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები  სპეციალური გადამზადების კურსს ეტაპობრივად გაივლიან.

ამის თაობაზე შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.

თეორიული ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებს.

პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავს ტაქტიკურ საპოლიციო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას
Print

სტატიის გამოყენების პირობები