ახალი ამბები
შარა გზა ქარელის მთის სოფლებისკენ
ქარელის მუნიციპალიტეტის მთის სოფლების: ხეობისა და ტყემალას მიმართულებით ასფალტი იგება.

სამუშაოებს კომპანია ,,შარა" ასრულებს.

3,5 კმ-იანი გზა ზემო ხვედურეთიდან იწყება და  6 სოფელს მოიცავს.

ზემო ხვედურეთის, ჭანდრების, ხეობის, თრეხვის, მეხეთისა და ტყემალას მოსახლეობა ჯამში 2 200 მცხოვრებს შეადგენს.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია.

მან დღეს გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.

კომპანია ,,შარა" სამუშაოებს 977 700 ლარად ასრულებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები