ახალი ამბები
ირმა მთიულიშვილმა გორში ცხოველთა კლინიკა გააკეთა
ირმა მთიულიშვილი:

,,ვიცი რომ შეგაწუხეთ და აგაწრიალეთ, მაგრამ არ შემიძლია არ მოგიყვეთ ამ უთბილესი ლეკვის ამბავი.

დღეს უკვე ჩვენთანაა და ჯერ არმოქმედ კლინიკაში დაიდო ბინა, ანუ ჩვენმა კლინიკამ შეიფარა და ძალიან არ მინდა ეს გოგო დარჩეს ქუჩაში, ძალიან ცოდოა, გეტყვით რომ პირველი პაციენტი ფისო და ცუგო ადამიანის სისასტიკის მსხვერპლია.

კნუტი ჩვენთან რჩება, როგორც პირველი პაციენტი, რომელსაც თათი პარალიზებული აქვს და რჩება თითქმის ხეიბარი, მე კი ამ საცოდავს ვეღარ დავაბრუნებ ქუჩაში.

არავინ თქვას, რომ ქუჩაში უკეთესად იქნება რომელიმე ცხოველი, თუნდაც მას ჰყავდეს მიმკედლებელი, მას მუდმივად უწევს საკვებისთვის ბრძოლა და ადამიანების სისასტიკის მსხვერპლი ყოველი მეორეა, ან თითქმის ყველა, განსაკუთრებით საქართელოში.

მოკლედ აღარ მოვყვები. ყველამ ვიცით, რაც ხდება, ისიც ვიცი, რომ ვისაც ცხოველები გვიყვარს, ყველა ეკონომიურად სუსტად ვართ, ან კიდევ ძალიან გვიჭირს.

მე ამას ქუჩაში ვეღარ დავაბრუნებ. მართლა არ შემიძლია, ძალიან მეცოდება და მირჩევნია ჩემთან ნახევრად მშიერი იყოს, ვიდრე მუდმივად საფრთხის ქვეშ.

და ახლა ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი გვერდში დგომა და გაერთიანება - ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ იმ კომენტარებზე, თუ შენახვა არ შეგიძლია ნუ იფარებ და ა.შ.

მე ხმას არ ვიღებ, თუ არ მჭირდება დახმარება და, განსაკუთრებით, ვერიდები თანხების დადებას, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გადარჩენილ ძაღლთან.

მოკლედ ყველაფერი მჭირდება: საფენი დღეში მინიმუმ სამი ცალი, ორი ბინტი, საკვები დალბობილი და ფაფის სახით ეს ყველაფერი გათვლილია მინიმუმ ერთ თვეზე.

გაერთიანდით ისე როგორც ვიცით ხოლმე და დაეხმარეთ ამ საცოდავს გადარჩენაში.

რომ არა თქვენი გვერდში დგომა, მე მართლა გამიჭირდება ცუგაზე პასუხისმგებლობის აღება და მართლა ვეღარ შევიფარებ ვერც ერთ ცხოველს და გადარჩენაც გამიჭირდება.
599959296

Emoney 382889288 ირმა მთიულიშვილი
ს.ს. "თიბისი ბანკი" ბანკის კოდი TBCBGE22
ანგარიში: GE51 TB70 5523 6080 1000 05 ააიპ ცხოველთა დახმარების უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია"

Print

სტატიის გამოყენების პირობები