ახალი ამბები
,,ბილიკის" თაობამ მორიგი პროგრამის შედეგები შეაჯამა
2017 წლის 14 ივნისს,  პროგრამის „მომავლის თაობა“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

საზოგადოება ,,ბილიკის" წარმომადგენელმა ლია გორელიშვილმა პროგრამის შედეგები შეაჯამა.

მოსწავლეებმა წარმატებული საკლუბო ინიციატივებისა და მცირე გრანტის პროექტების შესახებ, პრეზენტაცია გააკეთეს.

რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო განათლების რეგიონალურმა კოორდინატორმა, ლელა წურწუმიამ.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები.

მხარდამჭერ ორგანიზაციების გადაეცათ მადლიერების სიგელები.

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 480 სკოლას უწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ოგანიზაცია საზოგადოება „ბილიკი“, ორგანიზაცია თანამშრომლობს 37 სკოლასთან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები