ახალი ამბები
გორის პატრული: - ,,ძროხა გადარჩა, ადგა და წავიდა"

 

,,ავტოსაგზაო შემთხვევა ნამდვილად ნუკრი ქანთარიას შეემთხვა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საქონლის მეპატრონე 100 ლარით ჯარიმდება. საქონლის მეპატრონის ვინაობა ვერ დადგინდა, შესაბამისად, სამართალდამრღვევი პიროვნება ვერ გამოვლინდა." - გვითხრეს პრესსამსახურში.

 

ჩვენს კითხვაზე, თუ რა ბედი ეწია პირუტყვს, პრესსამსახურის ცნობით, ძროხა ცოტა ხანში ამდგარა და გაუგრძელებია გზა. 

 

პარლამენტარ ნუკრი ქანთარიას ავტომანქანა დაზიანდა.  პარლამენტარს ქონების დაზიანებაზე პრეტენზია არ გააჩნია და ის საკუთარი სახსრებით აპირებს მის შეკეთებასო.

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები