ახალი ამბები
ნიქოზში კარდიოლოგებმა და ნევროლოგებმა მოსახლეობას სამედიცინო დახმარება გაუწიეს
ნიქოზის ამბულატორიისა და ამერიკული ორგანიზაცია ,,ფრონტერას" ინიციატივით სოფელ ნიქოზში სამედიცინო აქცია ჩატარდა.

აქციის ფარგლებში სამედიცინო პედიატრიის ფონდის წარმომადგენლებმა, ექიმებმა ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, ბავშვები შეამოწმეს.

პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის (კარდიოლოგი) თქმით, ბავშვების უმრავლესობას რაქიტი აღმოაჩნდა.

,,ჩვენი მიზანი იყო, რომ ჯერ ბავშვები შეგვემოწმებინა, შემდეგ, მშობლებისთვის კონსულტაცია გაგვეწია. აქ მოყვანილ ბავშვების უმრავლესობას რაქიტი აღმოაჩნდა" - აცხადებს კარდიოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი.

ადგილობრივ მოსახლეობა კარდიოლოგებმა შეამოწმეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს. 

ადგილზე აგრეთვე იმყოფებოდნენ ნევროლოგები, ქირურგები და საჭიროების შემთხვევაში ისინი შესაბამის დახმარებას დედაქალაქში გაუწევენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები