ახალი ამბები
რეგიონის მოსახლეობა 4 წელიწადში 49 700-ით შემცირდა - სტატისტიკა შიდა ქართლში
ბუნებრივი მატების  მიუხედავად, შიდა ქართლის მოსახლეობა, ბოლო ოთხ წელიწადში, შემცირებულია.

ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს.

თუკი, 2013 წელს მოსახლეობის რაოდენობა, რეგიონში, 313 500 ადამიანი იყო, 2016 წელს, ეს ციფრი 263 800-მდე დავიდა.

ფაქტობრივად, ოთხი წლის განმავლობაში, სხვაობამ 49 700-ით ნაკლები  შეადგინა.

სავარაუდოდ, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება როგორც შიდა, ასევე, გარე მიგრაციამ გამოიყენა.


საილუსტრაციოდ იხ. დიაგრამა







მოსახლეობის საერთო რაოდენობის კლების მიუხედავად, (სავარაუდოდ, მიგრაცია, როგორც შიდა, ასევე, გარე) შობადობის მაჩვენებელი შემცირება არ განიცა.

ბოლო ოთხ წელიწადში შიდა ქართლში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 16 550-ს მიაღწია.

აქედან, ქალაქად რეგისტრირებული 6 047 ბავშვია, ხოლო, სოფლად 10 503 ბავშვი.



2013-2016 წლებში შიდა ქართლში გარდაიცვალა - 14 412 მოქალაქე

აქედან, ქალაქში - 5 131; ხოლო სოფლად - 9 281





მთავარ ფოტოდ გამოყებულია europeanfinancialreview-ს გრაფიკა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები