ახალი ამბები
სურამში ბეკამის დასახლებაში მცხოვრებნი გზის ჩამოშლის საშიშროების წინაშე დგანან
ისინი სურამის განაპირას, გზის ქვედა მხარეს ცხოვრობენ.

ოჯახის წევრებს ღამით ძილის ეშინიათ, რადგან, უამინდობის გაგრძელების შემთხვევაში, გზის ჩამოშლის საშიშროების წინაშე არიან.

,,10 ივნისის დიდი წვიმის შემდეგ, ჩვენი ეზო და სახლი, ასე თუ ისე, გავასუფთავეთ, მაგრამ როგორც კი, წვიმა განმეორდა, ისევ ჩამოიტანა გზიდან მიწა. ვიყავით გამგეობაში დღეს, მაგრამ ასე გვითხრეს, დაელოდეთ ზარალის შესწავლასო. ვითხოვთ უბრალოდ იმას, რომ ჩამომდინარე წყალს მიმართულება შეუცვალონ" - გვითხრა ოჯახის წარმომადგენელმა.

ბარბაქაძეებს სახლში მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

,,ჩვენი სახლი გზის დაბლა მდებარეობს. ცოტა ხანში, ალბათ, ეს გზა მთლიანად ჩამოიშლება და წინ რა უდგას?" - გვითხრეს მათ.

ბეკამის დასახლებაში არსებული პრობლემით შიდა ქართლის გუბერნია საქმის კურსშია.

ხვალ სურამში ინფრასტრუქტურის მინისტრი ესტუმრება და ადგილზე დაათვალიერებს ვითარებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები