ახალი ამბები
ვიცე-მერის დაკარგული ოქროულობის საქმეზე ძიძას ბრალი წაყენებული არა აქვს
,,ძიძის საქმეზე" გორის პოლიცია მოკვლევას, კვლავ, ყაჩაღობის მუხლით აგრძელებს.

გორის შს სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

სამინისტროს პრეს-სამსახური, 16 ივნისს გავრცელებული განცხადების შემდეგ, ახალს არაფერს ამბობს:

,,გუშინ, რაც გავავრცელეთ, ჯერჯერობით, მდგომარეობა იგივეა" - აცხადებს შსს.

გუშინ გავრცელებული განცხადებით, გორის პოლიცია საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას გეგმავდა.

თუმცა, 17 ივნისის მდგომარეობით, საქმეზე კვალიფიკაცია შეცვლილი არაა.

16 ივნისს შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვთ, გორის ვიცე-მერის გოგა რაზმაძის ოჯახიდან ოქროულობა ძიძამ ფარულად წაიღო და ლომბარდში ჩააბარდა.

შსს ცნობით, ეს ნივთები მან ვერ დაიხსნა და, ამიტომ, სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

ინსცენირების მიხედვით, ძიძამ კედელს თავი მიარტყა, სახლში ნივთები აურია და ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ დააყაჩეღეს. ოქროულობა კი, გასტანეს.

გორის ვიცე-მერის, ბიზნესმენ გოგა რაზმაძის კუთვნილი ოქროულობის მოპარვის ფაქტზე სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.


იხ. ამავე თემაზე:

გორის ვიცე-მერის ოჯახის ძიძა ჰოსპიტალიდან დღეს გაწერეს

შსს: ძიძამ გორში ვიცე-მერის ოჯახის დაყაჩაღების ინსცენირება მოაწყო

ვიცე-მერის გოგა რაზმაძის ბიზნესი

Print

სტატიის გამოყენების პირობები