ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებთან ახალგაზრდული ცენტრები გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისსა და სკრის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა.

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი", PIN-ის (,,ადამიანი გაჭირვებაში") პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

ახალგაზრდებისთვის გახსნილ ცენტრებში ადგილობრივი ლიდერები, თემში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

შემდეგ ადვოკატირების კამპანიებს, მათი მოგვარების მიზნით, გეგმავენ.

პარალელურად, პროექტში ჩართული მონაწილეები ერთობლივ კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის სახელწოდებაა ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის", რომლისთვისაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები შეარჩიეს.

აქტივობებში შერეული ოჯახის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.

ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და საინფორმაციო ცენტრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის მათთვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

ავტორი:
ნინო ჩიბჩიური

Print

სტატიის გამოყენების პირობები