ახალი ამბები
კავთისხევი-კასპის დამაკავშირებელი ხიდის გახსნა ერთი თვეა აგვიანებს
კავთისხევი-სადგური კავთისხევი-საქადაგიანო-კასპის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ჯერ აღდგენილი არაა.

ახალი ხიდი ექსპლუატაციაში ივნისის ბოლოს შევა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები მაისში უნდა დასრულებულიყო.

ხელშეკრულებაში, დასრულების თარიღად, 2017 წლის 7 მაისია აღნიშნული.

კაპიტალურ რემონტს შპს ,,მამისონი'' აწარმოებს. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაა 1 110 000 ლარის.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს მძიმე წონის, კერძოდ, (კასპიცემენტის ქარხანასა და კარიერს შორის) მოძრავ მანქანებს უქმნიდა.

თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და, მას შემდეგ, მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ხიდზე შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები იყო დაზიანებული.

დაზიანებული ხიდი საფრთხეს, განსაკუთრებით, სატვირთო ავტომანქანებს უქმნიდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები