ახალი ამბები
დევნილობაში შექმნილი ოჯახი - ხეითიდან ბერბუკამდე (VIDEO)
სოფელი ხეითი რომ მიატოვეს, მადონა ფეხშველაშვილი 18-წლის იყო.

2009 წელს კარალეთის კოტეჯებში დაასახლეს. მის ძმასა და მშობლებს ერთი მაგიდა, ოთხი სკამი, ოთხი თეფში და სხვა პირველადი მოხმარების საგნები დაახვედრეს.

უკან დარჩა დიდი ლიახვის სანაპიროზე მდებარე სოფელი ხეითი, რომელიც ცხინვალის გაღმა მხარეს მდებარეობს.

მის ახლობლებს, ცოტა ხნის წინ, უნახავთ ხეითი. გადმოცემით იცის, რომ დამწვარ-დანგრეულ სახლებზე უკვე ბალახი ბიბინებს.

დევნილობაში მომავალი მეუღლე გაიცნო, ისიც დევნილი. ამჟამად, მასთან ერთად ბერბუკის დასახლებაში ცხოვრობს და ორ შვილს ზრდიან.

,,ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი შვილები არ დაიბადნენ იმ მხარეში. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იქ, ყველას ახსოვს ის სილამაზე." - ამბობს მადონა ფეხშველაშვილი.

ავტორები: თათია გოლოშვილი, ირმა კიტრიაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები