ახალი ამბები
ხაშურის გამგებელმა საკუთარი ინტერვიუს გამოქვეყნება გაზეთს 300 ლარად შეუკვეთა
გაზეთ ,,ახალ საქართველოში", რომლის ინტერნეტ ვერსია არ მოიძებნება, ხაშურის გამგებლის სარეკლამო სტატია გამოქვეყნდა.

ამის შესახებ ხელშეკრულება გიორგი გურასპაშვილმა 9 ივნისს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, სტატია შერეული ინტერვიუს სახით დაიბეჭდება.

შპს ,,ახალი საქართველო", თბილისში, ტაბიძის 18-შია რეგისტრირებულია.

გამგებლის ინტერვიუს გამოქვეყნებაში, გამგეობა ბიუჯეტიდან 300 ლარს გადაიხდის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები