ახალი ამბები
ქიწნისის საბავშვო ბაღში ყვავილების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21 ივნისს ყვავილების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ქიწნისის საბავშვო ბაღში, ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

აღსაზრდელებმა სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პრეს-სამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მუშაობა მათ დადებითად შეაფასეს.

თემატური ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბავშვო ბაღებში რეგულარულად იმართება.




Print

სტატიის გამოყენების პირობები