ახალი ამბები
სოფელ ახალქალაქში 80-წლამდე ასაკის ქალს თავს დაესხნენ
80-წლამდე ასაკის ქალს სოფელ ახალქალაქში თავს დაესხნენ.

სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

იმედის კორესპონდენტის ცნობით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული, თუმცა, მარტოხელა მოხუცს სახლში სტუმარი ჰყავდა.

პოლიცია ამბობს, რომ შუაღამეს, მას თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის მიზნით.

თავდასხმელს მისგან თანხის წაღება სურდა.

ჟურნლისტის ცნობით, ოჯახის ახლობელმა თავდასხმელი დააფრთხო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები