ახალი ამბები
უფლისციხეს საქართველო-ლიტვის მეგობრობის ჯგუფი ეწვია
ანტიკური ხანის ციხე-ქალაქ უფლისციხეს საქართველო-ლიტვის მეგობრობის ჯგუფი ესტუმრა.

სპეციალური ავტობუსზე აღნიშნული იყო წარწერა ლათინური ასოებით: ,,საქართველო-ლიტვა".

ტურისტული ჯგუფის წევრებმა მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს და ლიტვის დროშა ააფრიალეს.

,,ჩვენ ლიტვიდან ჩამოვედით, რათა გვენახა თქვენი ქვეყანა, ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო და დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის, ასეთი ურთიერთობ შენარჩუნდეს. ჩვენ ძალიან მოგვწონს საქართველო, ვიყავით თქვენი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში და, რამაც ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვია, კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხეა'' - განაცხადეს ლიტველებმა.

უფლისციხეში ტურისტების რაოდენობამ, მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე, 75 000-ს გადააჭარბა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები