ახალი ამბები
გორის მერიაში ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით ,,ააიპი" - ,,მწიგნობარი" ფუძნდება
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სახელწოდებით - „მწიგნობარი“, დაფუძნდეს.

ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

ზურაბ ჯირკველიშვილი საკრებულოს წევრებისგან, აღნიშნული ,,აიპის" დაფუძნების მიზნით, თანხმობას ითხოვს.

,,მწიგნობარის" მიზნები და ამოცანები იქნება ქალაქ გორის ისტორიული ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვა, ხელშეწყობა და განვითარება.

ასევე, ადგილობრივი მწერლების შემოქმედებითი და ლიტერატურული საქმიანობის ხელშეწყობა, ადგილობრივ მწერალთა შემოქმედების პოპულარიზაცია.

ამავე ორგზანიზაციი წარმომადგენლები ახალგაზრდა შემოქმედებს კონსულტირებას გაუწევენ.

დაეხმარებიან ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების მომზადებაში, მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელებაში და თანამედროვე სალიტერატურო ნორმების დამკვიდრებაში.

პროექტის მიხედვით, ახალი ორგანიზაცია შემოქმედებითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს დაგეგმავს. ჩაატარებს ლიტერატურული კონკურსებს, მოაწყობს გამოფენებს. ჩამოაყალიბებს სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით კლუბებს.

,,მწიგნობარის" საქმიანობაში შევა, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ლიტერატურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა და სხვადასხვა ლიტერატურულ ორგანოსთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

საკრებულოს წევრის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, მერიის ბიუჯეტიდან, ახლი ორგანიზაციის დაფუძნება ,,მწერალთა სახლის" ფუნქციების დუბლირებას გამოიწვევს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები