ახალი ამბები
გარიყულაში 80-წლის ქალის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანით შეიარაღებული ბრალდებული კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, ასაკოვან ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა და ფული მოსთხოვა, თუმცა, თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პრეს-სამსახურის მტკიცებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ფოტოზე: სოფელი გარიყულა (ახალალაქის ადმინისტრაციული თემი)
Print

სტატიის გამოყენების პირობები